ფოტოთი დანახული სოფელი

არსებობენ ადამიანი რომლებიც ყველაფრისგან ქმნიან არაფერს.

ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც არაფრისგან ყველაფერს ქმნიან, თავის გარშემო ყველაფერს ცვლიან, სამყაროს ცვლიან და აკეთილშობილებენ.

საბედნიეროდ, მინდა მეორე ტიპის ადამიანებზე მოგითხროთ.

ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდა და ნიჭიერმა ადამიანებმა კახეთის ერთი სოფელი, რომელიც ისევე თვლემდა, როგორც მასთან ჩავლილი ალაზანი ზაფხულის სიცხეში – გამოაღვიძეს.

შექმნეს სათემო ორგანიზაცია „ლელი“ , დაგეგმეს აქტივობები, მოუვიდათ იდეები, დაწერეს პროექტები და იმ სოფლის ახალგაზრდობის  ნაცრისფერი ყოველდღიურობა შესამჩნევად გააფერადეს. სიმბოლურია, რომ თავისი საქმიანობა სოფელში ჭაობის დაშრობით დაიწყეს.

მათი ერთ-ერთი ბოლოს განხორციელებული პროექტი ჩვენმა ფონდმა დააფინანსა.

ფონდის დახმარებით პროექტის მესვეურებმა ლელიანელ ბავშვებს  პროფესიონალი ტრენერის დახმარებით ფოტოგრაფიის ძირითადი პრინციპები და საიდუმლოებები ასწავლეს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოაყენებინეს და  შესანიშნავი ფოტო-ნამუშევრები მიიღეს, ბავშვებს საოცარი ფოტოგრაფიული ალღო, ხედვა და ნიჭი აღმოაჩნდათ.

შედეგი თავად ნახეთ :

This slideshow requires JavaScript.

Leave a comment